LIVE

Pfizer-ის ვაქცინას მასობრივად პირველად შევიცარია გამოიყენებს

20 დეკ 202003:13
3 წუთის საკითხავი
clock clock 303
Pfizer-ის ვაქცინას მასობრივად პირველად შევიცარია გამოიყენებს
Bloomberg L.P.

Pfizer/BioNTech-ის მიერ შემუშავებულ ვაქცინას მასობრივად, არაგადაუდებელ შემთხვევებში, პირველად შვეიცარიაში გამოიყენებენ. ქვეყნის მარეგულირებელმა ორგანომ Swissmedic-მა მისი გამოყენება უსაფრთხოდ მიიჩნია. გამონაკლისად რჩებიან მოზარდები და ბავშვები. ვაქცინით 16 წლამდე მოზარდების აცრას არ გეგმავენ. 

Swissmedic-ის განცხადებით, განმეორებითი აცრიდან ერთი კვირის შემდეგ ვაქცინა 90%-იან ეფექტურობას აჩვენებს. 

შვეიცარიამ ვაქცინის სამი მილიონი დოზა იყიდა. აქედან 100 000 დოზას წლის ბოლომდე ელოდებიან. მოსახლეობის აცრა, დეკემბერში, ვაქცინის მიღებისთანავე იგეგმება.

პარალელურად, Swissmedic Moderna-ს და AstraZeneca-ს ვაქცინებს შეისწავლის, თუმცა მათი გამოყენება უახლოეს თვეებში დაგეგმილი არ არის.   

8.5 მილიონიან ქვეყანაში კორონავირუსით 400 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსით 6000 გარდაიცვალა. პარასკევს შემთხვევების რიცხვმა 4478-ს მიაღია, რის შემდეგაც მთავრობამ განაცხადა, რომ ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად, რესტორნები და გასართობი ადგილები დაიხურება. 

განსაკუთრებულ შემთხვევებში და ასაკობრივ ჯგუფებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენება უკვე დაიწყო დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნურ ალ ალი და ლეონარდ კენშერპერი