LIVE

Ark-მა Coinbase-ის $352 მილიონის ღირებულების აქციები შეისყიდა

16 აპრ 202114:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 417
Ark-მა Coinbase-ის $352 მილიონის ღირებულების აქციები შეისყიდა
Bloomberg

ქეისი ვუდის ფონდმა დაახლოებით $352 მილიონის ღირებულების Coinbase-ის აქციები შეიძინა.

ვუდის ფონდებმა, მათ შორის მისმა ფლაგმანურმა Ark Innovation ETF-მა, ხუთშაბათს 341,186 აქცია შეისყიდა. ეს Ark Investment Management-ის წილს Coinbase-ში 1 მილიონ აქციამდე ზრდის.

Coinbase-ის აქციებმა ხუთშაბათის ვაჭრობა 1,7%-ით ნაკლები ღირებულებით დახურა, რის შედეგადაც მისი საბაზრო ღირებულება 43%-ით დაბალია ვიდრე $112 მილიარდი, რომლიც დებიუტის დღეს ჰქონდა.

Ark Investment-ი, რომელიც ვუდმა 2014 წელს დააფუძნა, ინვესტიციებს ისეთ კომპანიებში დებს, რომლებიც ტრადიციების დარღვევით მუშაობენ, რაც ნიშნავს, რომ ფონდს შეზღუდული სამიზნე ბიზნესები აქვს, სადაც ფულის განთავსება შეუძლია.

ბოლო თვეების განმავლობაში ნიუ-იორკში დაფუძნებული ფირმის გარშემო შეშფოთება კონცენტრაციის რისკებთან დაკავშირებით მას შემდეგ გაჩნდა, რაც ვარსკვლავური წლის განმავლობაში გაცვლითი სავაჭრო ფონდის აქტივებმა 60 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: აბიშეკ ვიშნოი