LIVE

გერმანული სამეცნიერო ინსტიტუტები ქვეყნის 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ამცირებენ

19 აპრ 202110:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 414
გერმანული სამეცნიერო ინსტიტუტები ქვეყნის 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ამცირებენ
Bloomberg

გერმანიის წამყვანმა სამეცნიერო ინსტიტუტებმა ევროპის უმსხვილესი ეკონომიკისთვის 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.7%-დან 3.7%-მდე  შეამცირეს.

პროგნოზი ეკონომიკის სამინისტროსთვის წელიწადში ორჯერ DIW-ს, Ifo-ს, IfW-ს, IWH-ს და RWI-ს ინსტიტუტები მიერ მზადდება და ხელს უწყობს სამთავრობო პროგნოზებისა და ბიუჯეტის დაგეგმვის სახელმძღვანელოს დადგენას.

გერმანიის ეკონომიკა პირველ კვარტალში, კორონავირუსის შესაკავებლად დაწესებული შეზღუდვების გამო, სავარაუდოდ, კვლავ შემცირდა. თუმცა, წარმოება შენარჩუნდა გასულ გაზაფხულთან შედარებით, როდესაც უფრო მკაცრმა ლოქდაუნებმა ბევრად უფრო დიდი გავლენა მოახდინა და მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 10%-ით შეამცირა.

ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ მაჩვენებლები მიმდინარე წლის ბოლო პერიოდის განმავლობაში ეკონომიკის აღდგენაზე მიუთითებს

”ვაქცინაციის კამპანია, რომელიც იმპულსს იძენს და ძლიერი გლობალური ეკონომიკა, ჩვენს თავდაჯერებას ზრდის”,- აცხადებს სამინისტრო თავის ყოველთვიურ ანგარიშში.

მთავრობის პროგნოზით, 2020 წელს დაახლოებით 5%-იანი შემცირების შემდეგ, გერმანიას წელს 3%-იანი ზრდა ექნება, ხოლო პრე-პანდემიურ დონეს ის 2022 წლის შუა რიცხვებში დაუბრუნდება.

რაც შეეხება საქართველოს, „საერთაშორისო სავალუტო ფონდმა" საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2021 წლისთვის 4.3%-დან 3.5%-მდე შეამცირა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯენეტ იენენი