LIVE

მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებში ვაქცინაციის ტემპი 25-ჯერ უფრო სწრაფია

15 აპრ 202120:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 577
მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებში ვაქცინაციის ტემპი 25-ჯერ უფრო სწრაფია
Bloomberg L.P.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 154 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის, 832 მილიონ რეგისტრირებულ დოზას მოიცავს. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 5% სრულად აცრილია. თუმცა ქვეყნებს შორის ვაქცინირებული მოსახლეობის განაწილება თანაბარი არ არის. 

Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების 38.7% მსოფლიოს 27 ყველაზე მდიდარ ქვეყანაზე მოდის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები ვაქცინაციას დაახლოებით 25-ჯერ უფრო სწრაფად ატარებენ, ვიდრე ყველაზე სუსტი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოები.

აშშ-ზე ვაქცინების 24.1% მოდის, მაშინ, როცა ამერიკელები მსოფლიოს მოსახლეობის 4.3%-ს შეადგენენ. შედარებისთვის, პაკისტანის ვაქცინაციის მაჩვენებელი 0.3%-ია, ამ დროს მისი მოსახლეობა მსოფლიოს 2.7%-ია. 

შეერთებული შტატები მომდევნო სამი თვის განმავლობაში თავისი მოსახლეობის 75%-ს აცრის. ამავდროულად, ქვეყნების თითქმის ნახევარში ვაქცინაციის მაჩვენებელი 1%-საც ვერ აღწევს. ამ უკანასკნელში ხვდება საქართველოც, 0.3%-იანი დაფარვით. 

მდიდარმა ქვეყნებმა წინასწარ შეიძინეს მილიარდობით დოზა ვაქცინა, რაც მათი მოსახლეობის რამდენჯერმე აცრისთვის საკმარისი იქნება.

მსოფლიო მოსახლეობის წილის პროპორციულია ვაქცინაციის მაჩვენებელი ჩინეთში. აზიის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ქვეყანაზე ადმინისტრირებული დოზების 20.9% მოდის, მაშინ როცა მისი მოსახლეობა მსოფლიოს 18.2%-ს შეადგენს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტომ რენდალი