LIVE

ირაკლი როსტომაშვილი: კობა გვენეტაძე უნდა გადადგეს

14 აპრ 202118:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 842
ირაკლი როსტომაშვილი: კობა გვენეტაძე უნდა გადადგეს

მენაშენეთა ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ ლარის კურსის მერყეობა სამშენებლო სექტორზე ნეგატიურად აისახება და ბიზნესი რთულ მდგომარეობაშია.

როგორც მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი როსტომაშვილმა "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას აღნიშნა, ბიზნესს გარანტიები სჭირდება. ის არსებულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობას მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ეროვნულ ბანკს აკისრებს. 

"ლარი ასე რომ გაუფასურდა, ესე იგი, რაღაც რიგზე ვერ არის. ეს არის ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა. როდესაც რაღაცას ვერ აკეთებ, ადამიანმა ბოდიში უნდა მოიხადო, უნდა თქვა მაპატიეთო და წახვიდე სახლში. პირველ რიგში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე უნდა გადადგეს. ის ვერ აბამს საქმეს თავს",- აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.

ცნობისთვის, ამ დროისთვის 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.44 ლარს აღწევს.