"საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის" ხელმძღვანელი, ლევან ქოქიაშვილი ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს პასუხობს და აცხადებს, რომ ქვეყნისთვის დღეს ყველაზე დიდი საფრთხე ტიკარაძეა.
ქოქიაშვილი ჯანდაცვის მინისტრს აკრიტიკებს და მოუწოდებს, რომ პანდემიის მართვას მიხედოს.
"ყველაზე დიდი საფრთხე დღეს ტიკარაძეა! ეგეთი უნიათო ჯანდაცვის მინისტრი ჩვენს ქვეყანას არასდროს ჰყოლია და რესტორნებს გვაბრალებს პანდემიის გავრცელებას. ჩვეულებრივი თანამედროვეობის ჯაყო ჯივაშვილია, კოვიდ-პანდემის მართვას მიხედე და ვაქცინა როგორ შემოიტანო მაგაზე იფიქრე! რესტორნები სულს ღაფავენ, სესხები ჩაირთო და კომუნალური გადასახადები სისხლს გვწოვენ. საგადასახადომ გადაგვივადა გადასახადები და დიდი წვალებით ბიუჯეტში შეგვაქვს თანხები შენნაირ უნიათოს რომ ხელფასი ვუხადოთ! რატომ? რა დავაშავეთ ეგეთი?!",- წერს ლევან ქოქიაშვილი სოციალურ ქსელში.
ლევან ქოქიაშვილის კრიტიკა ჯანდაცვის მინისტრის კომენტარს მოჰყვა. ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ „ყველაზე დიდ საფრთხეს დღეს წარმოადგენს სარესტორნო სივრცეები, სადაც ყველაზე ნაკლებად იცავენ წესებს.“