LIVE

კრემლი: პუტინისა და ბაიდენის შეხვედრაზე საუბარი ნაადრევია

14 აპრ 202115:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 360
კრემლი: პუტინისა და ბაიდენის შეხვედრაზე საუბარი ნაადრევია

კრემლის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეხვედრაზე საუბარი ნაადრევია. მსგავსი დიალოგის ინიციატორი აშშ იყო.

ბაიდენმა პუტინს შეხვედრის ჩატარება სატელეფონო საუბრის დროს, ნეიტრალურ ტერიტორიაზე, მესამე ქვეყანაში შესთავაზა. კრემლი აცხადებს, რომ ბაიდენის ინიციატივას შეისწავლის.

მას შემდეგ, რაც ბაიდენმა პუტინს „მკვლელი“ უწოდა, მათ შორის პირველი სატელეფონო საუბარი 13 მარტს შედგა. დიალოგის ინიციატივას ფონად უკრაინაში მზარდი ესკალაცია სდევს, რაც რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების ყველაზე დიდ მიზეზად იქცა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯასტინ სინკი და ჰენრი მეიერი