აცრიდან ექვსი თვის შემდეგ, Moderna–ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტიანობა 90%-ზე მეტია. კომპანიის ეს დასკვნა ვაქცინის ცდის ბოლო ეტაპის მონაცემებს ემყარება.
ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან ორი კვირის შემდეგ, მისი ზოგადი ეფექტიანობა 90%-ს აჭარბებს, დაავადების მწვავედ მიმდინარეობისგან დაცვის მაჩვენებელი კი 95%-ს აღემატება.
Moderna-ს შედეგები მიახლოებულია მისი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მაჩვენებლებთან. აპრილის დასაწყისში მათ განაცხადეს, რომ მეორე დოზის მიღებიდან ერთ კვირაში ვაქცინა სიმპტომური შემთხვევების პრევენციას ექვსი თვის განმავლობაში, 91.3%-ით ახდენს. აშშ-ის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი - 92.6% იყო.
ორი კომპანიის კვლევის მონაცემებით, მეცნიერები ასკვნიან, რომ mRNA ტექნოლოგიის ვაქცინები მაღალ ეფექტს თვეების შემდეგაც ინარჩუნებენ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რობერტ ლანგრეტი