LIVE

თბილისში ავტობუსებზე საინფორმაციო ტაბლოები გაითიშა

14 აპრ 202112:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 500
თბილისში ავტობუსებზე საინფორმაციო ტაბლოები გაითიშა

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავტობუსებზე განთავსებული ტაბლოების გათიშვის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიაშია განმარტავენ, მიზეზი ტექნიკური ხარვეზია და მის აღმოსაფხვრელად მუშაობენ.

„თბილისის მუნიციპალურ ავტობუსებზე განთავსებულ საინფორმაციო ტაბლოებზე, რომლებზეც ავტობუსის მარშრუტის ნომრებია ასახული, ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა. აღნიშნული ხარვეზის გამო, ტაბლოები არის გამორთული.

სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების, ასევე, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები, რომელიც ავტობუსების ტაბლოების პროგრამულ უზრუნველყოფას ახორციელებენ, ხარვეზის დროულად აღმოსაფხვრელად მუშაობენ.  

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“,-აღნიშნულია განცხადებაში.