LIVE

შურისძიების დაპირების შემდეგ, ირანი ისრაელის გემს თავს დაესხა

14 აპრ 202112:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 548
შურისძიების დაპირების შემდეგ, ირანი ისრაელის გემს თავს დაესხა
Fujairah port - AAP

ირანულმა რაკეტამ არაბეთის ზღვაში ისრაელის საკუთრებაში მყოფი გემი „მსუბუქად დააზიანა“. ინფორმაციას Al Araiya ავრცელებს. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ისლამურმა სახელმწიფომ ისრაელი ბირთვულ ობიექტზე თავდასხმაში დაადანაშაულა და შურისძიების პირობა დადო.

კომპანიის სპიკერმა განაცხადა, რომ „გემი დაზიანებული არ არის და სრული სიჩქარით აგრძელებს მოგზაურობას“.

ცნობისთვის, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც კომპანიის გემს თავს დაესხნენ. მარტში ისრაელი ირანს Helios Ray-ს აფეთქებაში ადანაშაულებდა, გემის, რომელიც თელ-ავივის Ray Shipping-ის საკუთრებაშია.

ირანმა და ისრაელმა ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ დაადანაშაულეს ერთმანეთი საზღვაო თავდასხმების ორგანიზებაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პატრიკ საიქსი