LIVE

სასამართლომ Ever Given-ის კონფისკაციის გადაწყვეტილება მიიღო

13 აპრ 202115:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 539
სასამართლომ Ever Given-ის კონფისკაციის გადაწყვეტილება მიიღო
Suez Canal Authority

სუეცის არხის ბლოკირების გამო, 900 მილიონი დოლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდამდე, ეგვიპტის ქალაქ ისმაილიას სასამართლომ კონტეინერმზიდი Ever Given-ის კონფისკაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ეგვიპტური სამთავრობო გამოცემა Ahram Gate წერს. 

საზღვაო ვაჭრობის შესახებ ეგვიპტის კანონების თანახმად, თანხის გადახდამდე, კომპანია გემზე განთავსებული ტვირთის განკარგვას ვერ შეძლებს.

Ever Given-ი სუეცის არხში 23 მარტს გაიჭედა. გიგანტურმა გემმა არხი თითქმის ერთი კვირის განმავლობაში გადაკეტა და გადაზიდვების ბაზარზე არეულობა გამოიწვია. მიყენებული მასშტაბური ეკონომიკური ზარალის გამო, არხის ადმინისტრაცია გემის მფლობელს 900 მილიონი დოლარის გადახდას სთხოვს. თანხა მისი გამოხსნის ხარჯებსაც მოიცავს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: თარეკ ელ-ტაბლავი