LIVE

პუტინი რუსეთის ეკონომიკის პოსტ-პანდემიური ზრდის წახალისებას სამთავრობო ხარჯებით აპირებს

14 აპრ 202110:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 622
პუტინი რუსეთის ეკონომიკის პოსტ-პანდემიური ზრდის წახალისებას სამთავრობო ხარჯებით აპირებს
Bloomberg

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს პანდემიის შემდეგ ეკონომიკის ზრდის წახალისება სამთავრობო ხარჯებით სურს. მთავრობა ამისთვის თანხების გამოსანახად ზეგანაკვეთური საათებით მუშაობს.

ზუსტად რა აქვს კრემლის ლიდერს მხედველობაში, 21 აპრილს ყოველწლიურ სიტყვით გამოსვლამდე, საიდუმლოდ ინახება. თუმცა ოფიციალური პირები, პრემიერ-მინისტრის მიხეილ მიშუსტინის ხელმძღვანელობით, თანხების გამონახვის რამდენიმე შესაძლო გზას უკვე განიხილავენ. ერთ-ერთი ვარიანტია მთავრობის $182 მილიარდიანი კრიზისისთვის განკუთვნილი ფონდის გამოყენება, ხარჯვის შეზღუდვების შემცირება, სხვა პროექტებიდან თანხების გადამისამართება და გადასახადების გაზრდა.

როგორც ცნობილია, პროცესი იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ სამუშაოს დიდი ნაწილი მაღალტექნოლოგიურ სარდაფში კეთდება, რომელსაც ხუმრობით "ბუნკერად" მოიხსენიებენ. საკითხთან დაახლოებული პირების თქმით, ეს ბიუროკრატიის შესამცირებლად და გადაწყვეტილების მიღების დაჩქარების მიზნით ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს, პანდემიის დროს რუსეთის ეკონომიკა იმდენი არ შემცირდა, როგორც ბევრი სხვა, კრემლს აღდგენის დაჩქარება სურს, განსაკუთრებით შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებისა და მმართველი პარტიის მიმართ მხარდაჭერის შემცირების ფონზე.

ახალი პროგრამა, სავარაუდოდ, ინფრასტრუქტურული ხარჯვის ზრდას და სხვა შეღავათების კომბინაციას მოიცავს, რაც შემცირებული შემოსავლების კომპენსაციას შეუწყობს ხელს. პუტინმა უკვე დაავალა მთავრობას, შეარჩიონ შესაბიმისი პროექტები, რომ წლევანდელი აქტივების მართვის ფონდიდან 1 ტრილიონი რუბლი (13 მილიარდი დოლარი) მიიღონ. როგორც საკითხთან დაახლოებული პირები მიიჩნევენ, რამდენ ფულს დახარჯავს კრემლი, მწვავე კამათის საგანია.

პანდემიურ ეკონომიკასთან ბრძოლის ფონზე, კრემლს ასევე სურს შეინარჩუნოს უზარმაზარი რეზერვები საკუთარი თავის დასაცავად ახალი დასავლური სანქციების შემთხვევაში. აშშ  ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რომლებიც სავარაუდოდ უახლოეს რამდენიმე კვირაში გამოცხადდება, უკვე ამზადებს. ამასთან, ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის საზღვართან რუსული ჯარის განლაგებამ დაძაბულობის ზრდას კიდევ უფრო შეუწყო ხელი, რამაც ნოემბრის შემდეგ რუბლის ყველაზე გაუფასურებული დონე გამოიწვია.

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა უკვე გააფრთხილა მთავრობა, რომ ძალიან ბევრმა ახალმა ხარჯვამ შეიძლება მას საპროცენტო განაკვეთის ზრდის დაჩქარება აიძულოს, რადგან ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს აღემატება. მიმდინარე ბიუჯეტის გეგმა ითვალისწინებს ხარჯების შემცირებას როგორც წელს, ისე შემდეგ, რათა შემცირდეს დეფიციტი, რომელიც გასული წლის პანდემიის ფონზე გაიზარდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ევგენია პისმენიაია და ანა ანდრიანოვა