ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკა ცოცხლდება, რის დასტურად მარტში ექსპორტის 31-პროცენტიან ზრდას ასახელებს.
„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ეკონომიკის გამოცოცხლებას და საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა სწორედ ამას ადასტურებს. ძალიან პოზიტიური მოლოდინი გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ მესამე ტალღის მოახლოებასთან დაკავშირებით - საქართველოს ეკონომიკა ცოცხლდება, ვითარდება, ადგილობრივი წარმოება აფართოებს თავის საექსპორტო შესაძლებლობას და ახალ ბაზრებზე გადის",- განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, დღეს "საქსტატმა" საგარეო ვაჭრობის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წლის სამ თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ექსპორტი 5.3 პროცენტით გაიზარდა.