LIVE

სამ თვეში საქართველოდან ექსპორტი 5.3%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 2.4%-ით შემცირდა

13 აპრ 202111:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 566
სამ თვეში საქართველოდან ექსპორტი 5.3%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 2.4%-ით შემცირდა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 773.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.3 პროცენტით ნაკლებია.

მიმდინარე წლის სამ თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 5.3 პროცენტით გაიზარდა და 821.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 2.4 პროცენტით შემცირდა და 1 952.4 მლნ. აშშ დოლარია. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-მარტში 1 131.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 19 აპრილს გამოქვეყნდება.