იტალია ვაქცინის წარმოების ცენტრების შექმნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის მთავრობა ჰაბის შესაქმნელად ბიუჯეტის სახსრების გამოყენებას აპირებს. ეს განცხადება წამლის ეროვნული მარეგულირებლის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა.
ნიკოლა მარგინი, იტალიის მედიკამენტების სააგენტოს (AIFA) ხელმძღვანელი Bloomberg-თან საუბარში აცხადებს, რომ ვაქცინის წარმოების ჰაბის შექმნის ღირებულება დაახლოებით 200 მლნ ევროა და პროექტის დაფინანსებას მთავრობა აპირებს. წარმოება, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში დაიწყება.
იტალიამ შიდა შესაძლებლობების გაძლიერება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ვაქცინის გადაზიდვის დაჩქარების მიზნით, მარიო დრაგის მთავრობამ მწარმოებლებზე ზეწოლა გააძლიერა.
იტალიაში ვაქცინაციის ტემპი პარტნიორებისას ჩამორჩება, მათ შორის გერმანიასა და საფრანგეთს, რაც, ძირითადად, AstraZeneca-ს გადაზიდვების შეფერხებას უკავშირდება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯონ ფოლენი, ფლავია როტონდი და მარია ტადეო