საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.4232 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4260 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.28 თეთრი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 4.0798 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0646 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.52 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.