გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ აგროტურიზმი ახალი შესაძლებლობაა სოფლის განვითარების კუთხით და ახალ სტრატეგიაში პრიორიტეტადაა გამოცხადებული.
ამასთან, მინისტრის შეფასებით, 2020 წელი სოფლის მეურნეობაში უპრეცედენტოდ წარმატებული და რეკორდული მაჩვენებლები, ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.
„მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელი სოფლის მეურნეობაში უპრეცედენტოდ წარმატებული და რეკორდული მაჩვენებლების იყო, რაც არის შედეგი ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის და დიდი დახმარების ჩვენი მხარდამჭერი დონორი ორგანიზაციების მხრიდან. რაც შეეხება აგროტურიზმს, ეს არის ახალი შესაძლებლობა სოფლის განვითარების კუთხით, რომელიც უფრო კომპლექსურია, ვიდრე სოფლის მეურნეობა და ჩვენ ახალ სტრატეგიაში პრიორიტეტად არის გამოცხადებული. ეს არის შესაძლებლობა, უშუალოდ ადგილზე გაყიდოს ფერმერმა თავის წარმოებული პროდუქცია და გრძელვადიანად უფრო მდგრადი იყოს მათი საქმიანობა",- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.