Microsoft-ის LinkedIn-ით, პერსონალური მონაცემების გაჟონვის შემდეგ, იტალიის კონფიდენციალურობის მაკონტროლებელი დაინტერესდა. მოპარულ მონაცემებს შორის მომხმარებელთა სახელები და ტელეფონის ნომრებია.
იტალიის ხელისუფლება აცხადებს, რომ გამოძიება მომხმარებლის მონაცემების, მათ შორის პირადობის დამადასტურებელი მოწმობების, სრული სახელების, ელექტრონული ფოსტის მისამართების, ტელეფონის ნომრების გავრცელების შემდეგ დაიწყო.
მარეგულირებლის მიხედვით, იტალიას ევროპაში LinkedIn-ის მომხმარებლების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რაოდენობა ყავს.
კომპანია აცხადებს, რომ ეს არ იყო LinkedIn-ის მონაცემებში შეღწევის შემთხვევა და LinkedIn-ის პრივატული წევრების ანგარიშის მონაცემები არ გავრცელებულა.
”როდესაც ვინმე ცდილობს გამოიყენოს წევრების მონაცემები მიზნებისათვის, რომელზეც კომპანია და ჩვენი წევრები არ დათანხმებულან, ჩვენ ვცდილობთ შევაჩეროთ ისინი და პასუხისგებაში მივცეთ”,- განაცხადა კომპანიამ.
იტალიის ნაბიჯი ირლანდიის კონფიდენციალურობის ორგანოს განცხადებას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ იგი Facebook-ის ნახევარი მილიარდი მომხმარებლის პირადი მონაცემების გაჟონვას გამოიძიებს.
ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR) ძალაში 2018 წლის მაისიდან შევიდა, რაც რეგიონის ეროვნულ ხელისუფლებას იმ კომპანიების წლიური გაყიდვების 4%-ით დაჯარიმების საშუალებას მისცემს, რომლებიც წესებს არღვევენ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სტეფანი ბადონი