LIVE

ირაკლი კოვზანაძე: პენსიონერებისთვის სესხზე საპროცენტო განაკვეთი და ვალუტის ტვირთი მაღალია

12 აპრ 202112:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1425
ირაკლი კოვზანაძე: პენსიონერებისთვის სესხზე საპროცენტო განაკვეთი და ვალუტის ტვირთი მაღალია

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, პენსიონერებისთვის სესხზე საპროცენტო განაკვეთი და ვალუტის ტვირთი მაღალია. როგორც მან კომიტეტის სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, 800 ათასამდე პენსიონერის ყოფითი მდგომარეობა, ანტისაბანკო განწყობების გაღვივების გარეშე, უნდა შემსუბუქდეს.

„ოპოზიციის წარმომადგენლების, ლევან იოსელიანისა და ალექსანდრე ელისაშვილის წერილით მომართვის საფუძველზე, დღეს გაიმართება საკომიტეტო მოსმენა პენსიონერების სესხზე მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებულ საკითხებზე, სადაც მოვუსმენთ ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და „ლიბერთი“ ბანკის წარმომადგენლებს.

ჩემი პოზიციაა, რომ პენსიონერებისთვის სესხზე საპროცენტო განაკვეთი და მათ შორის, ვალუტის ტვირთი მაღალია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ 800 ათასამდე პენსიონერის ყოფითი მდგომარეობა შევამსუბუქოთ. ამავე დროს არ უნდა გავაღვივოთ ანტისაბანკო განწყობები, რომელიმე კონკრეტული ბანკისა თუ მთლიანად საბანკო სისტემის მიმართ. მით უმეტეს, პანდემიის და ასეთი ღრმა ეკონომიკური კრიზისის პირობებში. სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს დღევანდელი სხდომა“,- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.