LIVE

მინისტრი: პრიორიტეტი ხდება ყურძნის ხარისხი და არა რაოდენობა

12 აპრ 202110:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1043
მინისტრი: პრიორიტეტი ხდება ყურძნის ხარისხი და არა რაოდენობა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მიმდინარე წლიდან, პრიორიტეტი გახდება ყურძნის ხარისხი და არა რაოდენობა.

„ჩვენი მიზანია, მიმდინარე წლიდან, პრიორიტეტი გახდეს ყურძნის ხარისხი და არა რაოდენობა. ხარისხიანი, კონდიციური ყურძენი განაპირობებს ღვინის ხარისხობრივი პარამეტრების გაუმჯობესებას, რაც დადებითად აისახება ქართული ღვინის ფასზე და შესაბამისად, როგორც მევენახეების, ისე მეწარმეების შემოსავლებზე.  მაღალი ხარისხი, საშუალებას მოგვცემს ქართულმა ღვინომ დაიმკვიდროს სათანადო ადგილი საექსპორტო ბაზრებზე. ეს გზა მეღვინეობის ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამა გაიარა“,- განაცხდა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართული ღვინის ექსპორტმა 100 მლნ ბოთლს მიაღწია, თუმცა სამინისტროს გათვლებით,  2030 წლისთვის, ექსპორტის ღირებულებამ 1 მილიარდ დოლარს უნდა მიაღწიოს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ აღნიშნა, რომ რთველი 2021-ის ფარგლებში გამკაცრდება ყურძნის ხარისხის კონტროლი, რაც ხარისხიანი ღვინის წარმოებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. სამინისტრო აცხადებს, რომ ამ მიზნით მეღვინეებთან და მევენახეებთან კომუნიკაცია იანვრიდან დაიწყო, და შეხვედრები გაგრძელდება რეგულარულად, როგორც რთველის ორგანიზებულად ჩატარებასთან, ისე ვინის სექტორის განვითარების 10-წლიან სტრატეგიასთან დაკავშირებით.