სამხრეთ კორეა AstraZeneca-ს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 30-დან 60 წლამდე ასაკის პირების აცრას განაახლებს.
ქვეყანაში 60 წლამდე ადამიანებში ვაქცინის გამოყენება გასულ კვირას მას შემდეგ შეჩერდა, რაც 20 წლის ჯანდაცვის მუშაკს აცრიდან ცოტა ხანში თრომბის დიაგნოზი დაუსვეს.
“30 წლამდე ასაკის პირები AstraZeneca ვაქცინას აღარ მიიღებენ. ჩვენ დავადგინეთ, რომ ამ ასაკის ჯგუფში თრომბის საშიშრობა აცრის სარგებელს აღემატება,” - ნათქვამია კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებაში.
ჯანდაცვის უწყების გადაწყვეტილება ვაქცინაციის ტემპს კიდევ უფრო შეანელებს, რადგან სამხრეთ კორეაში ვაქცინაციის პროცესში AstraZeneca-ს ვაქცინას მნიშვნელოვანი როლი უკავია. ქვეყანაში ამ დროისთვის 1 მილიონზე მეტი დოზაა ადმინისტრირებული. აქედან 90% AstraZeneca-ს ვაქცინაზე მოდის.
ქვეყანა გეგმავს, რომ სხვა კომპანიების ვაქცინები უფრო ფართოდ გამოიყენოს იმისათვის, რომ გეგმას არ ჩამორჩეს და ზაფხულში ფართო საზოგადოების აცრა დაიწყოს.
AstraZeneca-ს შეზღუდვა ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას ემთხვევა. მთავრობა მოსახლეობას მეოთხე ტალღის შესახებ აფრთხილებს. ხელისუფლება ხალხს სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იუკუნგი ლი