აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა პარასკევს სატელეფონო საუბრები გამართა საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ჟან-ივ ლე დრიანთან და ჰეიკო მაასთან.
„მდივანმა ბლინკენმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლე დრიანმა დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“ - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა.
ენტონი ბლინკენმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაასმა „ხაზი გაუსვეს უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობას რუსული პროვოკაციების წინააღმდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში, ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვრების გასწვრივ. ასევე საჭიროებას, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მობილიზება და კონფრონტაციული რიტორიკა“.