LIVE

ნორვეგიის პრემიერი კოვიდ-რეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმეს

09 აპრ 202116:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 738
ნორვეგიის პრემიერი კოვიდ-რეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმეს
Markus Schreiber/AP

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, ერნა სოლბერგი, მის მიერ დაწესებული კოვიდ-რეგულაციების დარღვევის გამო, 20 000 კრონით (2 350 აშშ დოლარი) დააჯარიმეს.  

მიზეზი ისაა, რომ სოლბერგმა 60 წლის იუბილე რეგულაციით დაშვებულზე მეტ ადამიანთან ერთად აღნიშნა. ჩვეულებრივ, მსგავსი გარემოება ჯარიმას არ ითვალისწინებს, თუმცა, პოლიციამ მიიჩნია, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უფრო მაღალ სტანდარტს უნდა იცავდეს.

”მიუხედავად იმისა, რომ კანონი ყველასთვის ერთნაირია, ყველა ერთნაირი არ არის”,- განაცხადა სამხრეთ-აღმოსავლეთის მხარის პოლიციის წარმომადგენელმა, ოლე საივერუდმა.

სოლბერგმა უკვე აღიარა, რომ სათხილამურო კურორტზე ოჯახის შეკრებით კოვიდ-რეგულაციები დაარღვია.

ნორვეგია პანდემიის გავრცელების დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა, რასაც მკაცრი ზომების დაცვას უკავშირებენ. პოლიციის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის საქციელი მოქალაქეებისთვის ცუდი მაგალითი იქნებოდა.

ცნობისთვის, სოლბერგი არ არის პირველი მაღალი რანგის თანამდებობის პირი, რომელიც კოვიდ-რეგულაციებს არღვევს. ხალხმრავალ სადილზე დასწრების შემდეგ, ევროკავშირის სავაჭრო ხელმძღვანელმა, ფილ ჰოგანმა აგვისტოში თანამდებობა დატოვა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სტივენ ტრელოარი და ოტ უმმელასი