LIVE

Netflix-ი Sony-ისთან მრავალწლიან ხელშეკრულებას აფორმებს

10 აპრ 202111:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 610
Netflix-ი Sony-ისთან მრავალწლიან ხელშეკრულებას აფორმებს
Bloomberg

Netflix- ი Sony Pictures- ის ახალ ფილმებს, კინოთეატრებში გასვლის შემდეგ, საკუთარ პლატფორმაზე განათავსებს. მრავალწლიანი ხელშეკრულება სტრიმინგის სერვისს  Jumanji-ისა და Spider-Man-ის პოპულარულ ფრენჩაიზებზეც მიანიჭებს უფლებებს.

ხუთშაბათს გაცხადებული გარიგების ფინანსური პირობები არ გახმაურებულა, თუმცა Bloomberg-მა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ Sony-ის წლიურად 250 მილიონ დოლარიანი გარიგების დადება სურდა.

Netflix -ის პლატფორმაზე ასევე განათავსდება Morbius-ს, Spider-Man-ის სპინოფსა და ბესტსელერი რომანის- Where the Crawdads Sing-ის ადაპტაცია.

შეთანხმება Sony-ის 2022 წლის პროექტებით დაიწყება. კომპანიას წინა გარიგება Starz- თან აქვს დადებული, რომელიც Lions Gate-ს ეკუთვნის.

Sony ერთადერთი მსხვილი ჰოლივუდური სტუდიაა, რომელიც Netflix-ის კონკურენტ სტრიმინგ სერვისს არ ფლობს.

Netflix-ს არ დაუზუსტებია, კინოთეატრებში გასვლიდან რამდენ დღეში გამოჩნდება Sony-ის ფილმები მის პლატფორმაზე. სხვა კინოსტუდიებმა კინოჩვენების დრო უკვე შეამცირეს, თუმცა ვადა შესაძლოა ცოტათი გახანგრძლივდეს, როდესაც Covid-19-ის შემთხვევების კლების შემდეგ, კინოთეატრები გლობალურად ამუშვდება.

ახალი ამბის გავრცელების შემდეგ Netflix- ის აქციები 1,8% -ით გაიზარდა და $556,90 შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი ფასია ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი:ლუკას შოუ