LIVE

მოსკოვი უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების დასაცავად მზადაა

09 აპრ 202111:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1485
მოსკოვი უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების დასაცავად მზადაა
GETTY IMAGES

რუსეთი უკრაინას აფრთხილებს, რომ თუ აღმოსავლეთ ნაწილში სეპარატისტებზე თავდასხმას დაიწყებს, მოსკოვი მათ დასაცავად ჩაერევა. რუსი ოფიციალური პირის დმიტრი კოზაკის თქმით, ესკალაცია უკრაინისთვის "დასასრულის დასაწყისი" იქნება - "დაცემა სახით და არა ფეხით".

”ყველაფერი დამოკიდებულია კონფლიქტის მასშტაბებზე”,- ამბობს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, დმიტრი კოზაკი.

რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებსა და უკრაინის სამხედრო ძალებს შეტაკებები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში აქვთ. რუსეთი უკრაინის საზღვართან ახლოს ჯარის ფორმირებას ახდენს. ამერიკის შეერთებულმა შტატები და გერმანია ბოლო პერიოდში დაძაბულობის გამო, შეშფოთებას გამოთქვამენ.

თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ ფსაკის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის შემდეგ, დღეს ყველაზე მეტი რუსი სამხედროა. უკრაინის მტკიცებით, მარტის ბოლოს საზღვრის მიმართულებით 20 000 რუსი სამხედრო გადაადგილდა. სოციალურ ქსელებში კი გამოჩნდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რუსულ მატარებელებს რეგიონის მიმართულებით მძიმე იარაღი გადააქვთ.

დონბასში შვიდი წლის წინ დაწყებული კონფლიქტი კვლავ გრძელდება. წლების განმავლობაში შეიარაღებულ თავდასხმებს 10 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.