LIVE

LG სმარტფონების წარმოებას საბოლოოდ აჩერებს

05 აპრ 202120:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 549
LG სმარტფონების წარმოებას საბოლოოდ აჩერებს
Bloomberg

LG Electronics-ი მობილური კომუნიკაციების განყოფილებას საბოლოოდ აუქმებს. კომპანია სამომავლო პროექტებზე ორიენტირებას გეგმავს, მაგალითად როგორიცაა ელექტრო ძრავის კომპონენტების წარმოება.

კომპანია 31 ივლისს დაასრულებს მობილური ტელეფონების წარმოებას და გაყიდვას, რათა რესურსი ზრდის სფეროებზე დახარჯოს, მათ შორის ელექტრომობილებზე, ჭკვიან სახლებზე, რობოტებსა და ხელოვნურ ინტელექტზე. გასულ წელს ტელეფონებმა LG-ის გაყიდვების 8.2% შეადგინა, რაც ნიშნავს რომ მოკლევადიანი პერსპექტივაში შემოსავალი დაიკარგება, მაგრამ კომპანია იმედოვნებს, რომ სმარტფონების მიმართულების დახურვა მომავალში ფინანსურად მომგებიანი იქნება.

განცხადების შემდეგ, კომპანიის აქციების ფასი 4.1%-ით, ხოლო მისი შვილობილი კომპანიის, LG Display-ის, 6,3%-ით გაიზარდა.

LG Android ოპერაციული სისტემის ერთ-ერთი პიონერი იყო, რომელიც Google- თან თანამშრომლობდა Nexus სმარტფონების ხაზში. აშშ-ში კომპანია მესამე იყო Apple-ის, iPhone-ისა და სამხრეთ კორეული გიგანტის Samsung Electronics-ის შემდეგ, მაგრამ ის უკვე წლებია კონკურენტუნარიანი აღარაა და ჩინურმა OnePlus-მა შეცვალა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ვლად სავოვი და სოჰი კიმი