LIVE

რუსეთმა Twitter-ის დაბლოკვის მუქარა უკან წაიღო

05 აპრ 202118:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 391
რუსეთმა Twitter-ის დაბლოკვის მუქარა უკან წაიღო

რუსეთმა Twitter-ის დაბლოკვის მუქარა უკან წაიღო, რაც ერთგვარი სიგნალია იმისა, რომ ქვეყანამ სოციალური მედიის კონტენტზე კონტროლი შედარებით შეამსუბუქა.

პირველ აპრილს რუსეთის ინტერნეტ-მარეგულირებელსა და სოციალური მედიის გიგანტს შორის გამართული ვიდეოკონფერენციის შემდეგ, კომპანიამ პორნოგრაფიული და არალეგალური აქტივობების წამახალისებელი კონტენტის წაშლის ტემპი დააჩქარა. აღნიშნულზე განცხადება ინტერნეტ-მარეგულირებელმა, როსკომნადზორმა ორშაბათს გააკეთა.

“საკმაოდ პროდუქტიული დისკუსია გვქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეგვიძლია ორივე მხარეს, მსგავს არალეგალურ კონტენტს სწრაფად და ნაყოფიერად ვებრძოლოთ”,-განაცხადა Twitter-მა  და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ინტერნეტის გათიშვისა და საჯარო კომენტარებზე სამთავრობო კონტროლის კატეგორიული წინააღმდეგია.

რუსეთმა სოციალურ მედიაზე ზეწოლა კიდევ უფრო გაამკაცრა, რადგან არ სურს, ისეთი საინფორმაციო წყაროები გაჩნდეს, რომლებზეც ხელისუფლებას კონტროლი არ ექნება. Twitter-ზე წვდომა ერთი თვის განმავლობაში გართულებული იყო, რადგან მოსკოვში მარეგულირებელმა ორგანომ კონკრეტული კონტენტის, მათ შორის, 2017 წელს დაპოსტილი მასალის წაშლა მოითხოვა. ეს იმის პარალელურად ხდებოდა, როცა Facebook-ს, Telegram-ს, TikTok-სა და Gooogle-ს ჯარიმები დაეკისრათ ისეთი პოსტების გამო, რომლებიც ალექსეი ნავალნის დაკავების შემდეგ მოწყობილი საპროტესტო აქციების წახალისებას ახდენდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეიკ რუდნიცკი