LIVE

CDC: აცრილი პირები მოგზაურობას შეძლებენ

03 აპრ 202111:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 1041
CDC: აცრილი პირები მოგზაურობას შეძლებენ
Patrick T. Fallon/Bloomberg

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) მოგზაურობის სახელმძღვანელო გამოაქვეყნა.

CDC-ის რეკომენდაციით, სრულად აცრილ პირებს ქვეყნის შიგნით მოგზაურობის განახლება, კოვიდტესტისა და კარანტინის გავლის გარეშე, შეუძლიათ. მათ მხოლოდ პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა მოეთხოვებათ.

ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოგზაურობის შემთხვევაში, მათ მასპინძელი ქვეყნის წესების დაცვა მოუწევთ. ნებისმიერ შემთხვევაში, უკან დაბრუნებული აცრილი ამერიკელები ქვეყანაში კარანტინის გარეშე, კოვიდტესტზე უარყოფითი პასუხის დაფიქსირების შემთხვევაში, შევლენ. 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აუცრელ პირებს მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს. მოგზაურობის შემთხვევაში, მათ მოეთხოვებათ ტესტირება და კარანტინი. 

CDC–ს ხელმძღვანელმა, როშელ ვალენსკიმ მოქალაქეებს აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. 

”ვაქცინები დაგვეხმარება დავუბრუნდეთ იმას, რის გამოც ცხოვრება გვიყვარს. ამიტომ, ყველა ამერიკელს ვურჩევთ აიცრას, როგორც კი ამის შესაძლებლობა ექნება,” - ამბობს ვალენსკი.

მოგზაურობის წესების გამოქვეყნებამდე, CDC-მ გამოსცა რეკომენდაციები, თუ რისი უფლება აქვთ აცრილ პირებს. მასში ნათქვამი იყო, რომ ვაქცინირებულებს შეუძლიათ შეკრება პირბადეების გარეშე, ასევე, შეუძლიათ ესტუმრონ ერთ აუცრელ ოჯახს. 

ამასთან, CDC-მ ვაქცინირებულ ამერიკელებს მოუწოდა, ატარონ პირბადეები და მოერიდონ ხალხმრავლობას. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოშ ვინგროვი და ფიონა რეზერფორდი