ემანუელ მაკრონს Covid-19 დაუდასტურდა. მას ტესტი მსუბუქი სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ჩაუტარდა და დადასტურების შემდეგ 7 დღიან იზოლაციაში გადავიდა. მაკრონთან კონტაქტის გამო იზოლაციაში გადავიდნენ საფრანგეთის და ესპანეთის პრემიერ-მინისტრები.
მაკრონი დიდი შვიდიანის მესამე ლიდერია, რომელიც ვირუსით დაავადდა დონალდ ტრამპისა და ბორის ჯონსონის შემდეგ, რომლებმაც საფრანგეთის ლიდერს "სწრაფი გამოჯანმრთელება" უსურვეს.
საფრანგეთის პრეზიდენტის დაინფიცირება საკმაოდ რთულ პერიოდს დაემთხვა: ქვეყანა ებრძვის ინფექციის მზარდ მაჩვენებელს, მაკრონს Covid-19-თან არაეფექტური გამკლავებისა და ეკონომიკური კრიზისის გამო აკრიტიკებენ.
საფრანგეთი 30 დეკემბრამდე ელოდება Pfizer-BioNTech ვაქცინის 1,16 მილიონი დოზის მიღებას და ევროპის სხვა ქვეყნებთან კოორდინაციით ცდილობს ვაქცინაციის დაწყებას წლის ბოლოსთვის.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანია ნუსბაუმი