LIVE

იაპონიის პრემიერი - პირველი ლიდერი, რომელიც ბაიდენს პირისპირ შეხვდება

02 აპრ 202113:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 1136
იაპონიის პრემიერი - პირველი ლიდერი, რომელიც ბაიდენს პირისპირ შეხვდება
Rodrigo Reyes Marin/Zuma Press/Bloomberg

იაპონიის პრემიერ-მინისტრი იოშიჰიდა სუგა იქნება პირველი საგარეო ლიდერი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პირადად შეხვდება 16 აპრილს დაგეგმილ სამიტზე, რომლის დღის წესრიგის მთავარი თემა ჩინეთი იქნება.

ვაშინგტონში ჩატარებული შეხვედრა აჩვენებს, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ იაპონიასთან ურთიერთობებს, განაცხადა მთავრობის მდივანმა კაცუნობუ კატომ მოგზაურობის შესახებ და აღნიშნა, რომ „აშშ და იაპონია იზიარებენ თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ძირითად ღირებულებებს“.

აზიის ყველაზე ძლიერ მოკავშირესთან ერთად, სამიტის ჩატარება ხაზს უსვამს ბაიდენის ადმინისტრაციის სურვილს, გააძლიეროს ურთიერთობები პარტნიორებთან, რადგან აშშ ცდილობს ზეწოლა მოახდინოს ჩინეთზე.

სამიტის დაწყებამდე თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯეიკ სალივანი აშშ-ის საზღვაო აკადემიაში თავის იაპონელ და სამხრეთ კორეელ კოლეგებთან შეხვედრაზე ჩამოაყალიბებს აშშ-ის სტრატეგიას ჩრდილოეთ კორეის მიმართ. კიმ ჩენ ინი ბოლო თვეების განმავლობაში ბაიდენის ადმინისტრაციას ატომური არსენალის მოდერნიზებით ემუქრებოდა და მარტში მისმა რეჟიმმა პირველად გამოსცადა ბალისტიკური რაკეტები.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იზაბელ რეინოლდსი