ნიუ-იორკში მარიხუანას ლეგალიზაციის შესახებ ახალი კანონი დაინერგება, რომლითაც გაუქმდება ბრალდებები მარიხუანასთან დაკავშირებულ კანონდარღვევებზე.
კანონი ითვალისწინებს, მომავალი წლიდან მარიხუანას რეალიზაციის პუნქტების/კანაბის კაფეების გახსნას, თითო შინამეურნეობაზე ექვსამდე ძირის კულტივაციის უფლებას პირადი მოხმარების მიზნით, 90 გრამამდე კანაბისის, ან 24 გრამი კონცენტრატის ტარების უფლებას სახლის გარეთ. მწარმოებლებისთვის იგეგმება სპეციალური ლიცენზიის გაცემა მარიხუანას დისტრიბუციაზე, 25-მდე პირის დასაქმება სრულ განაკვეთზე.
მარიხუანის რეალიზაციაზე დაწესდება 13%-იანი საშემოსავლო გადასახადი, საიდანაც 9% შტატის ბიუჯეტში გადაირიცხება, ხოლო 4% ადგილობრივ ბიუჯეტში. პროგნოზის თანახმად, გადასახადებიდან მიღებული წლიური შემოსავალი $350 მილიონი იქნება და ნიუ-იორკის შტატში შექმნის 30 000-60 000 ახალ სამუშაო ადგილს.
საგადასახადო შემოსავლებით მოხდება შტატის კანაბისის პროგრამის წარმართვა და ზედამხედველობა, ხოლო დარჩენილი თანხით დაფინანსდება მარიხუანას მოხმარებისთვის გასამართლებული ადამიანების სოციალური რეაბილიტაცია, საგანმანათლებლო პროგრამები და ნარკოდამოკიდებულების მკურნალობა.
აღსანიშნავია, რომ ახალი კანონით დაფუძნებული მარეგულირებელი ორგანოების პრიორიტეტი იქნება მცირე ბიზნესების განვითარება და ხელშეწყობა. კანაფის კონტროლის საბჭოს ეკრძალება, ლიცენზია გასცეს ისეთ კომპანიაზე, რომელიც რეკრეაციული კანაბისის ყველა ტრანზაქციას მოიცავს: კულტივირება, გადამუშავება, დისტრიბუცია და გაყიდვა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კეშია კლაკი