LIVE

Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები მნიშვნელოვან დაცვას პირველი ინექციიდან 2 კვირაში უზრუნველყოფენ

30 მარ 202120:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 818
Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები მნიშვნელოვან დაცვას პირველი ინექციიდან 2 კვირაში უზრუნველყოფენ
Bloomberg L.P.

Pfizer-ისა და Moderna-ს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები აცრილ პირებს არა მხოლოდ ვირუსის მწვავე მიმდინარეობისგან იცავენ, არამედ მისი პრევენციის უნარიც აქვთ. 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, ორივე დოზით აცრის შემთხვევაში, ვაქცინა 90%-იან პრევენციას უზრუნველყოფს. 

ამასთან, მკვლევრების თქმით, ვირუსისგან დაცვის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი პირველი დოზით აცრიდან ორ კვირაში დაფიქსირდა. 

რეალურ პირობებში 4 000 აცრილ პირზე რამდენიმეთვიანი დაკვირვებით, მკვლევრები ასკვნიან, რომ mRNA ტექნოლოგიაზე დამზადებული ვაქცინები ვირუსის გავრცელებას უშლის ხელს. ისრაელში ჩატარებულმა ადრეულმა კვლევამ აჩვენა, რომ Pfizer-ის ვაქცინის ერთმა დოზამ ინფექციის გავრცელება 85%-ით შეამცირა

კვლევის შედეგებს სპეციალისტები დამაიმედებელს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ეს ვაქცინაციის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. 

წინა კვლევებით, ასევე, დადასტურდა, რომ აცრა ამცირებს კოვიდინფიცირებულთა გარდაცვალებისა და ჰოსპიტალიზაციის რიცხვს. 

ცნობისთვის, ამერიკულ-გერმანული Pfizer/BioNtech-ის ვაქცინით აცრა საქართველოში დღეს დაიწყო. მ ვაქცინის 29 500 დოზა თბილისში 25 მარტს ჩამოვიდა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯონ ტოცი