LIVE

ჩეხი მილიარდერი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

29 მარ 202113:44
3 წუთის საკითხავი
clock clock 3051
ჩეხი მილიარდერი ავიაკატასტროფაში დაიღუპა
Jirasek Vaclav/CTK/PPF

ჩეხი მილიარდერი და PPF ჯგუფის დამფუძნებელი, პეტრ კელნერი ალიასკას მთებში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შემდეგ დაიღუპა. უბედური შემთხვევის შედეგად, 56 წლის მილიარდერთან ერთად 4 ადამიანი გარდაიცვალა.

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, კელნერი ჩეხეთის უმდიდრესი ადამიანი იყო, რომლის ქონება 15,7 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

კომპანია PPF მუშაობს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ფინანსები, ტელეკომუნიკაციები, მედია და ბიოტექნოლოგია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: პიტერ ლაკა და მაიკლ სინ