ევროკავშირი AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ექსპორტს იმ შემთხვევაში დაბლოკავს, თუ კომპანია ევროკავშირს შეძენილ დოზებს დაუგვიანებს.
”სანამ AstraZeneca არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს ევროკავშირის მიმართ, ყველაფერი, რაც წარმოებულია ევროპის ტერიტორიაზე, განაწილდება ევროპელებზე. ხოლო თუ ზედმეტი ვაქცინა დარჩება, ისინი სხვებს გაეგზავნება”, - ამბობს ევროკომისარი ტიერი ბრეტონი.
ევროკავშირი ვაქცინაციის ტემპით ჩამორჩება დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს, რომლებიც ვაქცინების ექსპორტისგან თავს იკავებენ. ბრეტონის თქმით, ევროკავშირმა მის მიერ წარმოებული ვაქცინების დაახლოებით 40% ექსპორტზე გავიდა. მათ შორის, 20 მილიონი დოზა დიდ ბრიტანეთში გაიგზავნა.
AstraZeneca-მ პირობა დადო, რომ მეორე კვარტალში ევროკავშირს 70 მილიონ დოზას მიაწვდის. შვედურ-ბრიტანულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ ჯერჯერობით ევროკავშირის მიმართ თავისი ვალდებულებების დაახლოებით 30% შეასრულა, მაშინ, როცა ბრიტანეთის მიმართ ვალდებულებები 100%-ით აქვს შესრულებული.
ევროკავშირი ივლისის შუა რიცხვებისთვის 420 მილიონ დოზა ვაქცინას აწარმოებს, რაც ჯოგური იმუნიტეტის მისაღწევად საკმარისი იქნება. ჯოგური იმუნიტეტი კი იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ მოსახლეობის 70% აიცრება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ფრანსუა დე ბოპუი