LIVE

ტრამპის სოციალური ქსელის დებიუტი სამ-ოთხ თვეში შედგება

29 მარ 202121:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1301
ტრამპის სოციალური ქსელის დებიუტი სამ-ოთხ თვეში შედგება
Win McNamee/Getty Images

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სოციალური ქსელის დებიუტი, სავარაუდოდ, სამ-ოთხ თვეში შედგება. ამის შესახებ ტრამპის უფროსმა მრჩეველმა Newsmax-ის ეთერში ისაუბრა. 

”ჩვენ გვექნება პლატფორმა, სადაც ყველას გააერთიანებს პრეზიდენტის გზავნილი - "ამერიკა უპირველეს ყოვლისა". აქ ხალხს ექნება შესაძლებლობა, რომ კომუნიკაცია თავისუფალ გარემოში, ანგარიშსწორებისა და ანგარიშის გაუქმების შიშის გარეშე, ჰქონდეთ”, - თქვა კორი ლევანდოვსკი. 

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა 22 მარტს დაადასტურა, რომ საკუთარ სოციალურ ქსელს ქმნის. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ძალადობის წაქეზების გამო, პოპულარული სოციალური ქსელების უმრავლესობამ მისი ანგარიში შეაჩერა ან დაბლოკა. 

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ Facebook-ის ახალმა სამეთვალყურეო საბჭომ, შესაძლოა, ტრამპი სოციალურ ქსელში დააბრუნოს. საბჭო გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე კვირაში გამოაცხადებს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: როს კრასნი