LIVE

ერთი თაობის შემდეგ, ბევრ ქვეყანაში სიგარეტს აღარავინ მოწევს

28 მარ 202120:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 2576
ერთი თაობის შემდეგ, ბევრ ქვეყანაში სიგარეტს აღარავინ მოწევს

10-20 წელიწადში, შესაძლოა, ბევრ ქვეყანაში არც ერთი მწეველი აღარ დარჩეს. მსოფლიოში სულ უფრო იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც სიგარეტის მწეველების რიცხვი მცირდება. 

ტენდენციის გათვალისწინებით, Jefferies-ის ანალიტიკოსი, ოუენ ბენეტი ვარაუდობს, რომ არსებული რეგულაციების დამსახურებით, შესაძლოა, ახალ თაობაზე გადასვლასთან ერთად, მწეველები საერთოდ გაქრნენ. 

15 წელს ზემოთ თამბაქოს მომხმარებელთა მონაცემები 2020 წელს:

მოსაზრებას, რომ სიგარეტის მოწევა, შესაძლოა, მოდიდან გადავიდეს, არაერთი მხარდამჭერი ჰყავს. Citigroup-ის პროგნოზით, ეს მავნე ჩვევა აშშ-ში, ევროპის ნაწილში, ავსტრალიასა და ლათინური ამერიკის დიდ ნაწილში, გაქრობას  2050 წლიდან დაიწყებს.

Citi-ს ანალიტიკოსი, ადამ შპილმანი წერს, რომ მწეველთა რაოდენობა ბოლო ხუთი ათწლეულის განმავლობაში ე.წ. საზოგადოებრივი აზრის, რეგულაციებისა და გადასახადების ფონზე, შემცირდა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლისა ფამი