LIVE

Reuters: Facebook-მა ვენესუელას პრეზიდენტის გვერდი დროებით დაბლოკა

27 მარ 202116:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 457
Reuters: Facebook-მა ვენესუელას პრეზიდენტის გვერდი დროებით დაბლოკა

Covid-19-ის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო, Facebook-მა ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს გვერდი გაყინა. ახლა, პრეზიდენტი მხოლოდ პოსტების დანახვას შეძლებს და საკუთარ კონტენტს ვერ განათავსებს.

მადურომ გაავრცელა ინფორმაცია გარკვეული ხსნარის შესახებ, რომელიც თითქოს Covid-19-ის გევრდით მოვლენებს ანეიტრალებს. პრეზიდენტის ეს განცხადება არანაირ მტკიცებულებას არ ეფუძნებოდა. Facebook-მა ვიდეოც წაშალა, სადაც მადურო ამ წამლის შესახებ საუბრობდა.

„ჩვენ ვიცავთ "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" (WHO) მითითებებს, რომელიც ამბობს, რომ ამჟამად ვირუსის სამკურნალო საშუალება არ არსებობს. წესების განმეორებითი დარღვევის გამო გვერდის 30 დღით გაჩერების გადაწყვეტილება მივიღეთ“,- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.