LIVE

დანიელ მოსი: ჩინეთმა მსოფლიოს საკუთარი წონა აჩვენა

17 დეკ 202008:51
3 წუთის საკითხავი
clock clock 332
დანიელ მოსი: ჩინეთმა მსოფლიოს საკუთარი წონა აჩვენა

მაშინ, როდესაც ოთხიდან სამი უდიდესი კომერციული ძალა- აშშ, გერმანია და იაპონია ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგანან, ჩინეთი შეუცვლელი მოთამაშე ხდება. ის შესაძლოა, ერთადერთი მსხვილი ეკონომიკა იყოს, რომელმაც მიმდინარე წელს ზრდა აჩვენა.

ახალი მონაცემების თანახმად, წინა წლის ნოემბერთან შედარებით სამრეწველო პროდუქტმა 7% -ით მოიმატა. ძირითადი კაპიტალის ინვესტიცია 2.6% -ით გაიზარდა 2020 წლის პირველ 11 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. განსაკუთრებით გამამხნევებელია ერთი წლის წინანდელი საცალო ვაჭრობის 5% –იანი ზრდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მომხმარებლები  მეორე კვარტალის გაჯანსაღებას გვიან შეუერთდნენ.

კონტრასტისთვის, იაპონიის, აშშ-ს და გერმანიის ეკონომიკები ჯერ კიდევ ამ და წინა წლის მიყენებულ ზიანს უმკლავდებიან. 

კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ავტორიტარული პოლიტიკური სისტემის გამო პრეზიდენტმა სი ძინპინმა ჩინეთის სწრაფად დახურვა და ახლებურად გახსნა შეძლო, რამაც განაპირობა ჩინეთის ეკონომიკური გაჯანსაღება. ამ აზრს გარკვეული ჭეშმარიტება ახლავს თან. თუმცა, არსებობს ვარაუდიც, რომ ჩინეთის სტატისტიკა ხელოვნურად შესწორებულია. როგორი ვარაუდებიც არ უნდა არსებობდეს, უდაოა ფაქტი, რომ ჩინეთის ეკონომიკა სულ მცირე სტაბილურობას ინარჩუნებს და, სავარაუდოდ, უფრო მეტსაც ახერხებს.

2021 წელს გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღების პროგნოზები იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეინარჩუნებს პეკინი ამ მომენტუმს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დანიელ მოსი