LIVE

უიშვიათესი ლითონის ფასის ზრდა Bitcoin-ის შედეგს ჩრდილავს

28 მარ 202118:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 1319
უიშვიათესი ლითონის ფასის ზრდა Bitcoin-ის შედეგს ჩრდილავს
wikimedia

არსებობს ლითონი, რომელიც წელს ყველა სხვა აქტივს ჩრდილში ტოვებს, Bitcoin-ის ჩათვლით, თუმცა მისი ყიდვა ინვესტორებისთვის გამოწვევაა.

ირიდიუმი უიშვიათესი ძვირფასი ლითონია, რომელიც პლატინის და პალადიუმის გადამუშავების შედეგად, მეორადი პროდუქტის სახით მოიპოვება. იანვრის შემდეგ, მისმა ფასმა 131%-ით მოიმატა, რაც Bitcoin-ის 85%-იან ზრდას აჭარბებს. ეს მატება განპირობებულია, გასულ წელს მიწოდების შეფერხებებით და ელექტრონული ეკრანების წარმოებაში, ირიდიუმზე მოთხოვნის ზრდით.

ირიდიუმის ბაზარი გაცილებით მცირეა, ვიდრე მსგავსი ლითონების, ხოლო წარმოების საკითხებმა შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მის ფასზე. ამ ლითონზე ფსონის გაკეთება რთულია, რადგან მასზე მოთხოვნაში დომინირებენ ინდუსტრიული მწარმოებლები. ირიდიუმი არ იყიდება საფონდო ბირჟებზე და მისი საცალო მყიდველები მცირე რაოდენობის ძირითად ინვესტორებს მიმართავენ, რომლებსაც პირდაპირ მწარმოებლებთან აქვთ კონტრაქტები.

ირიდიუმი, რომელიც აგრეთვე გამოიყენება ძრავის სანთლებში, ოქროზე სამჯერ ძვირია. ირიდიუმის გაძვირება, ნაწილობრივ განპირობებულია პლატინის წარმოების შემცირებითაც. ინვესტორები პლატინაზე მოთხოვნის ზრდას მოელიან, ელექტრო მანქანებში წყალბადის ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ფონზე.

პლატინის ჯგუფის ლითონების შეზღუდული მიწოდების პროგნოზმა, ხელი შეუწყო მათზე ფასების მკვეთრ ზრდას. ბოლო დროს, რეკორდული ფასები დაფიქსირდა პალადიუმზე, როდიუმსა და რუთენიუმზე.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ედი სპენსი