LIVE

FDA-მ Covid-19-ის გამარტივებული ტესტი დაამტკიცა

16 დეკ 202017:39
3 წუთის საკითხავი
clock clock 315
FDA-მ Covid-19-ის გამარტივებული ტესტი დაამტკიცა
Ellume

FDA-მ დაამტკიცა Covid-19-ის გამარტივებული ტესტი, რომლის გაკეთება სახლის პირობებში იქნება შესაძლებელი და ურეცეპტოდ გაიყიდება.

East Brisbane-ის მიერ წარმოებული ტესტი 15 წუთში აფიქსირებს ვირუსულ ცილებს და შედეგს აპლიკაციაში აგზავნის.

ტესტები აფთიაქებში გაიყიდება და მისი ფასი საშუალოდ 30 დოლარი იქნება. იავრიდან დღეში 100 000 ტესტის წარმოება იგეგმება. კომპანიამ, რომელმაც პროდუქციის წარმოების გაზრდის მიზნით ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის პროგრამისგან დაახლოებით 30 მილიონი დოლარი მიიღო, 2021 წლის შუა რიცხვებიდან შესაძლოა დღეში მილიონი ტესტის წარმოება შეძლოს.

ტესტმა ზუსტი შედეგები უსიმპტომო ადამიანების 90%-ში, და სიმპტომების მქონე პაციენტების 96%-ში აჩვენა. FDA– ს განცხადებით, ტესტის შედეგები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოებს მობილური აპლიკაციის საშუალებით გადაეცემათ.

კიდევ ერთი ტესტი, რომლის ჩატარება სახლის პირობებში იქნება შესაძლებელი, Gauss Surgical-მა შექმნა. მისი ღირებულება 30-40 დოლარი იქნება. დეკემბერში დაგეგმილია მილიონი ტესტის წარმოება, ხოლო იანვრის ბოლოდან წარმოებული ტესტების რაოდენობა 10 მილიონს გადააჭარბებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ემა კორტი