LIVE

პრინცმა ჰარიმ მუშაობა Silicon Valley-ის სტარტაპში დაიწყო

23 მარ 202122:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1760
პრინცმა ჰარიმ მუშაობა Silicon Valley-ის სტარტაპში დაიწყო
Joe Pugliese/Harpo Productions/Getty Images

პრინცი ჰარი კორპორატიულ სამყაროს შეუერთდა. ის თანამშრომელთა წვრთნისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის კომპანია BetterUp–ის მთავარი ზემოქმედების ოფიცერი გახდა. სასექსის ჰერცოგის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია უცნობია. 

სან-ფრანცისკოში მდებარე BetterUp-ი თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა Mars-ი, AB InBev-ი და LinkedIn-ი.

BetterUp-ის აღმასრულებელი დირექტორი, ალექსი რობიჩოუსი აცხადებს, რომ სასექსის ჰერცოგი თავისი თვისებებით კომპანიისთვის შესაფერისი კადრია.

მას მაგალითად მოჰყავს ჰარის ძალისხმევა, როდესაც მან შექმნა Invictus Games, რომელიც დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს სპორტში ასპარეზობის შესაძლებლობას აძლევს და ასევე Sentebale, აფრიკაში დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც აივ ინფიცირებულ ახალგაზრდებს ეხმარება.

პრინცი ჰარი და მისი მეუღლე, მეგან მარკლი ამჟამად კალიფორნიაში, სამეფო ოჯახისგან დამოუკიდებლად, საკუთარი ცხოვრების მოწყობას ცდილობენ. მათ კონტრაქტი გააფორმეს Netflix-თან და ასევე, Spotify-სთვის პოდკასტებს ქმნიან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია