LIVE

შვედეთი იკვლევს, რა ფორმით განაახლოს AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება

23 მარ 202121:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 961
შვედეთი იკვლევს, რა ფორმით განაახლოს AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება

შვედეთი AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების განახლებას განიხილავს, თუმცა იქამდე რისკის ქვეშ მყოფი დემოგრაფიული ჯგუფების დადგენას ცდილობს. 

სახელმწიფო ეპიდემიოლოგის, ანდერს ტეგნელის თქმით, ქვეყანა ადგენს, რომელი ჯგუფები გადაიტანენ ვაქცინას მარტივად და რომლები - ვერა.

“ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება ობიექტურად დავაკვირდეთ არსებულ მონაცემებს. საქმე ეხება იმის გარკვევას, შესაძლებელია თუ არა განვსაზღვროთ ჯგუფები, რომლებიც რისკის ქვეშ არიან და ადამიანთა ჯგუფები, სადაც, შესაძლოა, რისკი პრაქტიკულად არ არსებობდეს,”-ამბობს ეპიდემიოლოგი. 

მისივე თქმით, ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოები სხვადასხვა სცენარს განიხილავენ. მთავრობა დასკვნას საზოგადოებას ხუთშაბათს გააცნობს.

ცნობისთვის, გასულ კვირას ევროპის წამლის სააგენტოს რეკომენდაციით, ევროპის ქვეყნების უმეტესობამ, მათ შორის, საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამ AstraZeneca-ს ვაქცინით იმუნიზაციის პროგრამა გააგრძელა. მათ რიცხვს არ შეუერთდნენ სკანდინავიის ქვეყნები. შვედეთმა, დანიამ და ნორვეგიამ განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას მოგვიანებით, საკუთარ კვლევებზე დაყრდნობით მიიღებდნენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნიკლას როლანდერი