LIVE

ბორის ჯონსონი: ევროკავშირს ვაქცინის "ბლოკადა" არ სურს

23 მარ 202110:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 734
ბორის ჯონსონი: ევროკავშირს ვაქცინის "ბლოკადა" არ სურს
Jean-Christophe Guillaume/Getty Images

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, ევროკავშირს ვაქცინების წინააღმდეგ ბრძოლის წამოწყება არ სურს. ბრიუსელთან დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, ჯონსონი ამბობს, რომ ვაქცინების მარაგების ბლოკადების თავიდან აცილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ქვეყნებმა იმუნიზაციის პროგრამის წარმატებისთვის უნდა ითანამშრომლონ.  

”ბოლო თვეების განმავლობაში ევროკავშირის პარტნიორებთან საუბრები მარწმუნებს, რომ მათ ბლოკადები არ სურთ. ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია”, - აცხადებს ბორის ჯონსონი.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი ბრიტანეთში ვაქცინების ექსპორტის შეჩერების საკითხს განიხილავს 

ვაქცინების ექსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით, ევროკავშირის ლიდერები შეხვედრას კვირის ბოლოს გეგმავენ. საკითხზე ბორის ჯონსონი თავის კოლეგებს უკვე ესაუბრა.

ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის ვაქცინების გამო დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ბრიტანულ-შვედურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ, AstraZeneca-მ ბრიუსელს აცნობა, რომ ევროკავშირის ქვეყნებისთვის პირველ კვარტალში კონტრაქტით გათვალისწინებული დოზების მიწოდებას ვერ შეძლებდა.

კონტრაქტის შეუსრულებლობის გამო, ევროკავშირი მის ტერიტორიაზე წარმოებული ვაქცინების ან მისი წარმოებისთვის საჭირო მასალის ბლოკის გარეთ გატანის აკრძალვას გეგმავს. AstraZeneca-ს მასალებს ნიდერლანდებსა და ბელგიაში მდებარე ქარხნები ამზადებენ. ევროკავშირში წარმოებული ვაქცინის ყველაზე მსხვილი მიმღები დიდი ბრიტანეთია. 42 მილიონი დოზიდან მან 10 მილიონი მიიღო.  

ვაქცინების ექსპორტის საკითხი საფრთხეს უქმნის Brexit-ის შემდეგ, ვაჭრობისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გამო, ბრიუსელისა და ლონდონის ისედაც დაძაბულ ურთიერთობას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ტიმ როსი და ნიკოს კრიზოლორასი