LIVE

ტიერი ბრეტონი: ევროკავშირს რუსული ვაქცინა არ დასჭირდება

22 მარ 202113:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 839
ტიერი ბრეტონი: ევროკავშირს რუსული ვაქცინა არ დასჭირდება
Thierry Monasse/Bloomberg

"ევროკავშირი საკმარის Covid-19-ის ვაქცინას მიიღებს და მას რუსული Sputnik V ვაქცინა არ სჭირდება,"- ამის შესახებ ევროკავშირის შიდა ბაზრების კომისარმა, ტიერი ბრეტონმა განაცხადა, რომელიც ვაქცინაციის პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი.

მისი თქმით, აპრილში ევროკავშირი 100 მილიონ დოზას მიიღებს. მისივე განცხადებით, ამასობაში, რუსეთი ბრძოლას აგრძელებს Sputnik-ის ფართოდ დასანეგრად. საპირისპიროდ, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, განაცხადა, რომ გერმანიამ, შესაძლოა, რუსული ვაქცინა გამოიყენოს.

19 მარტს, ევროპის ქვეყნების უმეტესობამ, დროებით შეჩერების შემდეგ, განაახლა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება.

ევროკავშირში ვაქცინაციის შედარებით ნელ ტემპთან დაკავშირებით, ევროკომისარმა აღნიშნა, რომ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო მაღალია დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, სადაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 100 მილიონი ამერიკელი უკვე ვაქცინირებულია.

ევროპა ყოველთვიურად აწარმოებს ვაქცინის 150 მილიონ დოზას. ტიერი ბრეტონის თქმით, ის ყოველ დღე უკავშირდება AstraZeneca-ს აღმასრულებელ დირექტორს, რათა შეამოწმოს ვაქცინის წარმოების პროცესის მიმდინარეობა. ევროპელმა ლიდერებმა კომპანიას ბრალი დასდეს ევროპის ვაქცინაციის პროცესის შეფერხებაში და ამასთან, ვაქცინის მიწოდების ნაწილში, ევროკავშირთან შედარებით დიდი ბრიტანეთისთვის მეტი პრიორიტეტი მიენიჭების გამო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანია ნუსბაუმი