LIVE

Ark: Tesla-ს თითო აქციის ღირებულება $3000 მიაღწევს

21 მარ 202113:24
3 წუთის საკითხავი
clock clock 427
Ark: Tesla-ს თითო აქციის ღირებულება $3000 მიაღწევს
Alex Flynn/Bloomberg

ქეისი ვუდსის Ark Invest Management-ის თანახმად, Tesla– ს აქციები 2025 წლისთვის, ამჟამინდელი $655-დან $3000-მდე გაიზრდება, რაც კომპანიის ღირებულებას თითქმის $3 ტრილიონამდე გაზრდის.

Ark-ის პორგნოზით, Tesla– ს 50%–იანი შანსი აქვს იმისთვის, რომ მომავალ 5 წელში სრულად ავტონომიურ მართვის სისტემას მიაღწიოს, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს სწრაფად შეაფასოს რობოტაქსის დაგეგმილი მომსახურება.

Ark-მა ამ პროგნოზში Tesla-ს დადაზღვევო ბიზნესიც გაითვალისწინა. კომპანიის გათვლებით, შეთავაზება მომდევნო რამდენიმე წელიწადში საშუალოზე უკეთესი მარჟით გაჩნდება უფრო მეტ შტატში. ამჯამად ის მხოლოდ კალიფორნიაშია ხელმისაწვდომი

Ark ფიქრობს, რომ, საუკეთესო შემთხვევაში, Tesla-ს თითო აქცია 2025 წლისთვის $4000 ეღირება, ყველაზე უარესი სცენარით კი $1500. კომპანიის პროგნოზით, Tesla 2025 წლისთვის, 5-დან 10 მილიონამდე მანქანას გაყიდის ყოველწლიურად.

აღსანიშნავია, რომ $3000-იანი სამიზნე ნიშნული გაცილებით მაღალია, ვიდრე ნებისმიერი ანალიტიკოსის პროგნოზი. ამ დროისთვის ყველაზე მაღალი სამიზნე ფასი Tesla-სთვის Bloomberg-ის  შეფასებით  1,200 დოლარია.

მნიშვნელოვანი დეტალია, რომ Ark-ს საკუთარ გათვლებში  არ გაუთვალისწინებია Tesla-ს ბალანსის ნაწილის ბიტკოინში გადატანა, არც განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული ბიზნეს მიმართულებები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ანალიტიკოსები კომპანიის რობოტაქსის სერვისს 2015 წლიდან ელიან, მაგრამ საგულისხმო პროგრესი ამ პროექტში ჯერ არ შეინიშნება.

რაც შეეხება Tesla-ს სადაზღვევო პროდუქტს,  ეს  ბიზნესი კომპანიის  მთლიანი შემოსავლის მხოლოდ 7% შეადგენს.

გასულ წელს ელექტრომობილების მწარმოებლის აქციები 740%–ზე მეტით გაიზარდა, რაც S&P 500-ის ინდექსში საუკეთესო შედეგია. ელონ მასკი, მისი აღმასრულებელი დირექტორი კი, იანვარში პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა, ვიდრე ჯეფ ბეზოსი ტიტულს უკან დაიბრუნებდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იუქი იენგი