LIVE

Apple უნებართვო თვალთვალის შესახებ კომპანიებს აფრთხილებს

19 მარ 202113:19
3 წუთის საკითხავი
clock clock 1020
Apple უნებართვო თვალთვალის შესახებ კომპანიებს აფრთხილებს
Bloomberg

კალიფორნიაში დაფუძნებული ტექნოლოგიური გიგანტი პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას, სახელწოდებით iOS 14.5-ს უახლოეს კვირებში გამოქვეყნებს.

iOS 14.5-ის მთავარი ვცლილება მომხარებლებისგან ნებართვის აღებას გულისხმობს, რომ კომპანიებმა მათ აქტივობას თვალყური ადევნონ და  ეს ინფორმაცია მიზნობრივი რეკლამისთვის გამოიყენონ. ეს მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება რეკლამაზე დაფუძნებული ბიზნესებისთვის. Facebook და სხვა ციფრული სარეკლამო კომპანიები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ ადამიანების უმეტესობა ამ ნებართვას არ გასცემს და ეს მათ შემოსავალზე მნიშვნელოვნად აისახება.

მას შემდეგ, რაც Apple– მა განაცხადა, რომ App Store– ის წესები გლობალურად ყველა აპლიკაციაზე გავრცელდება, ჩინური აპლიკაციების დეველოპერები თვალყურის დევნების შეზღუდვის ასარიდებლად ემზადებიან.

Financial Times იუწყება, რომ ამ კომპანიების რიგებში რამდენიმე მსხვილი ჩინური ტექნოლოგიური კომპანიაა, მათ შორის Baidu, ByteDance და Tencent Holdings. FT-ს მიხედვით ისინი  სისტემა CAID-ს იყენებენ, რომელიც ჩინეთის სარეკლამო ასოციაციისა და მთავრობის სამეცნიერო ცენტრის მიერ არის შემუშავებული.

”App Store– ის პირობები და სახელმძღვანელო პრინციპები თანაბრად ვრცელდება მსოფლიოს ყველა დეველოპერზე, მათ შორის Apple– ზე” - ნათქვამია Apple-ის განცხადებაში. ”ჩვენ მიგვაჩნია, რომ მომხმარებლებმა უნდა გასცენ ნებართვა, სანამ მათი აქტივობაზე თვალყურის დევნებას დაიწყებენ. აპები, რომლებიც აღმოჩნდება, რომ უგულებელყოფენ მომხმარებლის არჩევანს, უარყოფილი იქნება. ”

ამ წესისთვის გვერდის ავლის სხვა მეთოდი  თითის ანაბეჭდის პროცესს ეყრდნობა. ეს მეთოდი, უნიკალური იდენტიფიკატორის შესაქმნელად, იყენებს მოწყობილობის სპეციფიკურ ინფორმაციას, როგორიცაა IMEI ნომერი და ადგილმდებარეობა. Apple– ის თქმით, ასეთი მიდგომები კომპანიის გაიდლაინებს წლებია არღვევს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ გურმანი