LIVE

იაპონია ქარის ენერგიაზე გადასასვლელად ემზადება

15 დეკ 202016:37
3 წუთის საკითხავი
clock clock 370
იაპონია ქარის ენერგიაზე გადასასვლელად ემზადება
Matthew Lloyd/Bloomberg

იაპონია ქარის ენერგიის მასშტაბური ათვისებისთვის ემზადება. გამონაბოლქვის შემცირების მიზნით, 2040 წლისთვის ქვეყანა წყალქვეშა ქარის ენერგიის დადგმულ სიმძლავრეს 45 გიგავატამდე გაზრდას გეგმავს. ამ დროისთვის არსებული დადგმული სიმძლავრე 20 მეგავატია, თუმცა იაპონიის მთავრობის გეგმით, შემდეგი 10 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 10 გიგავატით გაიზრდება. 

მწვანე და ინოვაციური ტექნოლოგიების სექტორის განვითარებისთვის ქვეყანა 2 ტრილიონი იენის ($19.2 მილიარდი) დახარჯვას გეგმავს. 

“გამონაბოლქვის შემცირების თვალსაზრისით წყალზე განვითარებულ ქარის სადგურებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ველით ადგილობრივი თუ უცხოური ინვესტორების დიდ დაინტერესებას”, ამბობს ჰიროში კაჯიამა, იაპონიის ეკონომიკის მინისტრი.  

ხმელეთზე ქარის და მზის სადგურების განთავსებისთვის არასაკმარისი სივრცის გამო, მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა მთავარ აქცენტს ქარის ელექტროსადგურების წყალში განვითარებაზე აკეთებს. იაპონიის ქარის ენერგიის ასოციაცია ვარაუდობს, რომ 2050 წლისთვის ქარის ენერგიის დადგმული სიმძლავრე 90 გიგავატს მიაღწევს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: აია ტაკადა