LIVE

როდის მოვიხსნით პირბადეს? - პაატა იმნაძის განმარტება

17 მარ 202115:44
3 წუთის საკითხავი
clock clock 898
როდის მოვიხსნით პირბადეს? - პაატა იმნაძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის შემდეგაც, მოქალაქეებმა პირბადე უნდა ატარონ. როგორც პაატა იმნაძე ''ბიზნეს ფორმულასთან'' აღნიშნავს, ჯერ არ არის დამტკიცებული, რომ აცრილი ადამიანი გადამდები არ არის. 

''მე ხომ აცრილი ვარ, მაგრამ ჩემი იმუნიტეტი სამი კვირის მერე დაიწყებს მუშაობას. როცა იმუნიტეტი მექნება, მაშინაც ესე [პირბადით] უნდა ვიარო. აცრა მე კი დამიცავს, მაგრამ ჯერ არ არის დამტკიცებული, რამდენად უსაფრთხო ვიქნები. შეიძლება ვირუსის მატარებელი და საშიში ვიყო. ამიტომაც, პირბადე და დისტანცია იქნება ჩვენი თანამგზავრი, სანამ მოსახლეობის უმრავლესობა არ აიცრება'', განაცხადა პაატა იმნაძემ.

როგორც პაატა იმნაძე ირწმუნება, წლის ბოლოს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა აცრილი იქნება. მთავრობის ოფიციალური გეგმით, წლის ბოლომდე აცრილი უნდა იყოს მოსახლეობის 60%, თუმცა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ს ეს გეგმა ამბიციურად ეჩვენება.