LIVE

Facebook-ი უფლებადამცველების მხარდასაჭერად ფონდს ქმნის

17 მარ 202115:56
3 წუთის საკითხავი
clock clock 859
Facebook-ი უფლებადამცველების მხარდასაჭერად ფონდს ქმნის
Bloomberg

Facebook-ი ადამიანის უფლებებზე მომუშავე აქტივისტებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და მხარდაჭერისთვის სპეციალურ ფონდს ქმნის. 

პარალელურად წლის ბოლოს უდიდესი სოციალური ქსელი ადამიანის უფლებებზე კომპანიის გავლენის შესახებ საჯარო ანგარიშის გამოქვეყნებას გეგმავს. დოკუმენტში აღწერილი იქნება შემთხვევები, როდესაც Facebook-ი ჩაგრული ჯგუფების მიმართ ძალადობის ორგანიზებისთვის იქნა გამოყენებული.

კომპანიის მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის გლობალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, ნიკ კლეგი და გენერალური მრჩეველი, ჯენ ნიუსტედი, კომპანიის ბორდს ადამიანის უფლებების შესახებ სიახლეებს მიაწვდიან.

კომპანიის ადამიანის უფლებათა დირექტორის, მირანდა სისონის თქმით, Facebook-ი ადამიანის უფლებების ახალი კორპორატიული პოლიტიკას ნებაყოფლობით ნერგავს.

Facebook-ი არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი იმის გამო, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მისი პოლიტიკა სუსტია, რითაც სხვადასხვა ჯგუფები ბოროტად სარგებლობენ. მაგალითად, ქსელის მეშვეობით, მიანმარში Facebook-ი გამოიყენეს მუსლიმი როჰინგიელების მიმართ ძალადობის ორგანიზებისთვის, რამაც ათასობით ადამიანი შეიწირა. Facebook-ი და მისი სერვისები, WhatsApp-ის ჩათვლით, ასევე გამოყენებულია ძალადობის ორგანიზაბისა და წახალისებისთვის ინდოეთსა და შრი-ლანკაში.

თავის მხრივ, Facebook-ის აქტიურად მუშაობს ისეთი სამთავრობო ანგარიშების გამოვლენაზე, რომლებიც ძალადობის ორგანიზებისთვის გამოიყენება. მაგალითად, თებერვალში მიანმარში სამხედრო გადატრიალების შემდეგ, Facebook- მა სამხედროებთან დაკავშირებული მრავალი გვერდი აკრძალა.

ძალადობასთან ერთად, Facebook-ის ახალი კორპორატიული პოლიტიკა მონობისა და ტრეფიკინგის საწინააღმდეგო მოქმედებებსაც მოიცავს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კურტ ვაგნერი