LIVE

ქართული სათამაშოები ebay-ზე გაიყიდება

15 მარ 202116:37
3 წუთის საკითხავი
clock clock 634

სათამაშოების მწარმოებელი ქართული კომპანიის "მადელაინის" სათამაშოები  ebay-ზე გაიყიდება. კომპანიამ ამ მიზნის მიღწევა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტის,  ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან (GEclose2EU) დახმარებით შეძლო. 

პროექტის მხარდაჭერით ტრენინგების და სხვადასხვა საკონსულტაციო მომსახურების მიღების შემდეგ კომპანიამ  უკვე განათავსა საკუთარი პროდუქცია ebay-ზე. 

ბრენდ მადელაინის  შექმნის იდეა ჰობიდან გაჩნდა და კომპანია ამჟამად ქართულ ხელნაკეთ, უსაფრთხო სათამაშოებს აწარმოებს 0-დან12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. აღსანიშნავია, რომ კომპანია პროდუქციის მასიურ წარმოებაზე გადადის, ასევე მუშაობს ახალი პროდუქტების შექმნაზეც.